საფრანგეთში, 38 წლის ქალი, სრული სიჩქარით მიმავალი მანქანით საზოგადოებრივ, დახურულ აუზში შევარდა.
როგორც The Sun-ი იტყობინება, ქალს გაზი მუხრუჭში შეეშალა, აუზის შუშიც კედელი ავტომობილით გაანგრია და პირდაპირ წყალში ჩავარდა.
ინციდენტი ქალაქ ლა სიოტაში მოხდა. შემთხვევის დროს, მანქანაში ქალთან ერთად მისი 5 წლის ქალიშვილიც იმყოფებოდა. ისინი აუზის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
მედიის ცნობით, შემთხვევის დროს აუზში ადამიანები ცურავდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. ძვირადღირებული ავტომობილი წყალში სრულად ჩაიძირა.
