მამაკაცის დასახმარებლად, რომელმაც სიდნეიში შეიარაღებული ტერორისტი შიშველი ხელებით გაანეიტრალა, მოქალაქეებმა 1 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს.

GoFundMe კამპანია, ებრაული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა ბილ აკმანმა დაიწყო, რომელმაც ყველაზე დიდი შემოწირულობა გაიღო და გმირად შერაცხილი მამაკაცის დასახმარებლად, თითქმის, 100 000 დოლარი გადარიცხა.

მედიის ინფორმაციით, 43 წლის აჰმედ ალ-აჰმედისთვის, 1.3 მილიონი დოლარი, 24 საათზე ნაკლებ დროში შეიკრიბა.

43 წლის აჰმედ ალ-აჰმედი ორი შვილის მამაა. ის ერთ-ერთ ტერორისტს, რომელიც სიდნეის სანაპიროზე ჰანუკას აღსანიშნავად მყოფ ხალხს ესროდა, უკნიდან მიეპარა და განაიარაღა.

აჰმედის ოჯახმა დაადასტურა, რომ მათ უკვე მიიღეს შეგროვებული თანხა. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, მას ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.