არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. პატრიარქის ბრძანებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ბრძანება N 105
სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი
"თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება.
ᲘᲚᲘᲐ ɪɪ, ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲐᲗᲝᲚᲘᲙᲝᲡ-ᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲘ" - აღნიშნულია განცხადებაში.
