საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას, სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.
"საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას.
ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის," - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
სიდნეიში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვიცაა. არიან დაშავებულებიც. შემზარავი თავდასხმა გუშინ ბონდის სანაპიროზე მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს, ხანუკას აღნიშნავდნენ.
