9 იანვარს, კანზას სითიში, ერთ-ერთ ოჯახში, სამი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გამოძიების ცნობით, გარდაცვლილები მეგობრები იყვნენ. ისინი მეგობარ უილისთან, 7 იანვარს სტუმრად იმყოფებოდნენ. სწორედ მის ეზოში იპოვეს ცხედრები. 

 

ჯონსონი, ჰარინგტონი და მაკგინი ახლო მეგობრები იყვნენ და ხშირად აქვეყნებდნენ ერთმანეთის ფოტოებს სოციალურ მედიაში.

 

უილისის ადვოკატის, ჯონ პიცერნოს განცხადებით, მისმა კლიენტმა „არ იცის, როგორ დაიღუპნენ მისი მეგობრები“.

 

რა მოხდა მათი გარდაცვალების ღამეს - რა რჩება გაურკვეველი?

 

7 იანვრის ღამეს, სამი მეგობარი უილისის ნაქირავებ სახლში წავიდა, რათა თამაშისთვის ეყურებინათ. მათთან ერთად იმყოფებოდა მეხუთე მეგობარიც, რომელიც საღამოს ადრე წავიდა. ამის შემდგომი მოვლენების ზუსტი ვადები გაურკვეველი რჩება.

 

PEOPLE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ადვოკატმა პიცერნომ განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა უილისმა, მეგობრები ბოლოს მაშინ ნახა, როცა სახლიდან გავიდნენ. თავად კი დასაძინებლად წავიდა.

 

„მან არ იცოდა, რომ ისინი მის ეზოში დარჩნენ", - დასძინა ადვოკატმა. მოგვიანებით კი, თავად უილისმა თქვა, რომ მეგობრების წასვლამდე დაიძინა.

 

უილისი ამ საქმეზე საჯაროდ არ საუბრობს, მაგრამ მისმა ადვოკატმა, პიცერნომ მისი სახელით განცხადებები გააკეთა. პოლიციის მოსვლის შემდეგ, პიცერნომ თქვა, რომ უილისმა „შეუშვა ისინი სახლში, უთხრა ყველაფერი, რაც იცოდა და ნებაყოფლობით დათანხმდა მისი სახლის ჩხრეკაზე“.

 

მსხვერპლის ორი მანქანა მის ქუჩაზე გაჩერებული იპოვეს. ადვოკატი ამბობს, რომ მეგობრებისგან მანქანების იქ დატოვებაში უცნაური არაფერი იყო...

 

სამი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი და დრო ჯერჯერობით უცნობია, რადგან პოლიცია ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

PEOPLE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, პოლიციამ თქვა, რომ უილისი მათთან თანამშრომლობდა, როდესაც მათ გვამები აღმოაჩინეს.

ამ ეტაპზე ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით არ დაწყებულა. საქმეზე არავინ დაუკავებიათ და არც არავისთვის წაუყენებიათ ბრალი.

"პრაიმ ტაიმი"