საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება - ამის შესახებ, ყოფილმა ევროკომისარმა დიმიტროს ავრამოპულოსმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს ძალიან მარტივი ფაქტია:

"მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. მე დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას.

საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს ძალიან მარტივი ფაქტია. იმ დროს, როცა მე ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, მახსოვს თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არცერთი სხვა დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს იმდენი ევროპული დროშა, რამდენიც საქართველოში. მე ახლა აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ მე ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავარ. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისტორიულ ჭრილში და არა მოკლევადიან პერსპექტივაში,"- აცხადებს ყოფილი ევროკომისარი დიმიტროს ავრამოპულოსი.