ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აშშ-ს მიერ სანქცირებული, კურასაოს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა.

ნახევრად ოფიციალური ირანული გამოცემა Mehr News-ის ინფორმაციით, "სუპერტანკერმა ცოტა ხნის წინ გაიარა ჰორმუზის სრუტე და ლარაკის კუნძულის აღმოსავლეთით ჩაუშვა ღუზა".

როგორც ირანული მედია წერს, გემი აშშ-ს სანქციების სიაშია, ირანული ნავთობის ჩინეთში ტრანსპორტირებისთვის,  2024 წლიდან არის შეტანილი.