აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანული პორტების ბლოკადას მეორე ავიამზიდი "რამდენიმე დღეში" შეუერთდება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას შეერთებულმა შტატებმა "ინდოეთ-წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ორი ირანული გემი დააკავეს, რომლებმაც ირანის პორტები ბლოკადის ძალაში შესვლამდე დატოვეს.

"მათ ეგონათ, რომ დროულად გავიდნენ. თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა. ჩვენ დავაკავეთ მათი სანქცირებული გემები და კიდევ ბევრს უფრო მეტს დავაკავებთ", - განაცხადა ჰეგსეთმა.

"პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ურყევია და მისი მისია ძალიან ნათელია. პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ გვაქვს დიდი დრო და შეთანხმებისკენ არ ვისწრაფვით", - განაცხადა მან.