ჩვენი ამოცანა უცვლელია: ირანი ბირთვულ იარაღს ვერასოდეს დაეუფლება, ეს არის გაბედული და სახიფათო მისია. საჩუქარი მსოფლიოსთვის. ისტორიული მომენტი, რომელიც გაბედული და ისტორიული პრეზიდენტის დამსახურებაა - ამის შესახებ, ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირანის დასუსტებული სამხედრო მანქანა - კერძოდ, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" - სახელმწიფო სიმბოლიკას ამოფარებულ მეკობრეთა დაჯგუფებად იქცა:
"წარსულის უსასრულო ომებისგან განსხვავებით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უშედეგოდ იწელებოდა, ოპერაცია "ეპიკურმა რისხვამ" სულ რაღაც რამდენიმე კვირაში გადამწყვეტი სამხედრო შედეგი მოიტანა.
კორეა, ვიეტნამი, ერაყი თუ ავღანეთი - როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ კონფლიქტებს წლები დასჭირდა, ბუნდოვანი მისიებისა და არამდგრადი სტრატეგიების გამო კი შედეგი მინიმალური იყო. ოპერაცია "ეპიკური რისხვა" კი თავიდანვე მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტებით დაიწყო. ჩვენი ამოცანა უცვლელია: ირანი ბირთვულ იარაღს ვერასოდეს დაეუფლება.
"ეს არის გაბედული და სახიფათო მისია. საჩუქარი მსოფლიოსთვის. ისტორიული მომენტი, რომელიც გაბედული და ისტორიული პრეზიდენტის დამსახურებაა."
პროცესი დღეს ახალ ფაზაში გადადის. თეირანი გადამწყვეტი არჩევანის წინაშეა: მათ ეძლევათ შანსი, დათანხმდნენ გონივრულ და სამართლიან შეთანხმებას. ამ მიზნით, შეერთებულმა შტატებმა დააწესა უმკაცრესი ბლოკადა, რომელიც საათობრივად ძლიერდება. ომანის ყურიდან ღია ოკეანეებამდე, ჩვენი ფლოტი ამ მანდატს ყოველგვარი ყოყმანისა თუ დათმობის გარეშე ასრულებს.
მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას: აბსოლუტურად ყველა ხომალდი, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს შეესაბამება - იქნება ეს ირანული გემები თუ ირანის პორტებთან დაკავშირებული რეისები - უკან იქნა გაბრუნებული. დღევანდელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 34-ს შეადგენს, სხვა ქვეყნების სამოქალაქო გემებს კი გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ.
ვერცერთი ხომალდი ვერ დატოვებს ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე.
თეირანის რეჟიმმა უნდა იცოდეს: წრე იკვრება. ვითარებას ჩვენ ვფლობთ. იქ ვერაფერი შევა და იქიდან ვერაფერი გამოვა.
ირანის დასუსტებული სამხედრო მანქანა - კერძოდ, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" - სახელმწიფო სიმბოლიკას ამოფარებულ მეკობრეთა დაჯგუფებად იქცა. ისინი აგრესიას ლოზუნგებით ნიღბავენ, თუმცა მსოფლიო მათ რეალურ სახეს ხედავს: ესენი არიან კრიმინალები საერთაშორისო წყლებში. მათ ქმედებებს სხვა სახელი არ ჰქვია - ეს ტიპური ტერორიზმია. სწორედ ისინი ნაღმავენ ზღვებს, უხსნიან ცეცხლს მშვიდობიან ხომალდებს და სწორედ მათმა რეჟიმმა იმსხვერპლა სულ რამდენიმე კვირაში 45,000 საკუთარი მოქალაქე,"- აცხადებს ჰეგსეტი.
