სამხრეთ-დასავლეთ კონგოში სატვირთო ავტომობილის ხევში გადავარდა.
მედიის ცნობით, დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა ათობით პირი - ამ დროისთვის დაშავებულების რაოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა, ცნობილია, რომ მათ შორის 15 არასრულწლოვანია.
გარდა ამისა,ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძიმე მდგომარეობაშია 6 პირი.
როგორც ირკვევა, სატვირთო მანქანას ტვირთი და მგზავრები კონგოს ცენტრალურ ოლქში, შორეულ კასანგულუს ტერიტორიაზე გადაჰყავდა.