მედიის ინფორმაციით, ლას-ვეგასში, ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა.

როგორც მედია  წერს, სავარაუდო ბრალდებული ადგილიდან ველოსიპედით მიიმალა.

 

პოლიციის დეპარტამენტის ლეიტენანტმა,  ჯეისონ იოჰანსონმა განაცხადა, რომ მათ ინციდენტის შესახებ ადგილობრივი დროით 03:25 საათზე შეატყობინეს. პოლიციამ ორი მსხვერპლი მაღაზიაში, ერთი დაშავებული კი ავტოსადგომზე იპოვა. დაღუპული ქალებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. დაშავებული კაცის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

იოჰანსონის თქმით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მსხვერპლი თავდამსხმელს იცნობდა და არსებობს შესაძლებლობა, რომ სროლა მიზანმიმართული იყო.