შვეიცარიის ალპურ ხეობაში, მყინვარის ჩამოშლამ, რომელმაც სოფელი ბლატენი ნაწილობრივ განადგურდა, ჩაკეტა მდინარეც, რის გამოც ხეობის დატბორვის საფრთხე დგას. ვარაუდობენ, რომ ხეობიდან მეტი ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო, რადგან წყლის დონე მატულობს.

მდინარე ლონზას ჩახერგვის გამო, მყინვარის ჩამოშლის ადგილას ტბა წარმოიქმნა, რომლის დონეც მატულობს. ამან გააჩინა შიში, რომ წყლით გაჟღენთილი ნაშალი შეიძლება ხეობაში უფრო დაბლაც ჩავიდეს.

ხუთშაბათს, გვიან საღამოს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუწოდა სოფელ გამპელისა და სტეგის მცხოვრებლებს, რომლებიც ლონზას ველიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ევაკუაციისთვის მზად იყვნენ.

ცნობისთვის, სოფელ ბლატენის 300 მაცხოვრებლის ევაკუაცია მაისის დასაწყისში განხორციელდა მას შემდეგ, რაც მყინვარის უკან, მთის ნაწილმა ნგრევა დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ხეობიდან მსხვილფეხა შინაური ცხოველებიც გაიყვანა.