სიმართლის მომენტი ახლოვდება, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას, საბოლოო ჯამში, ეს თქვენზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანის წინააღმდეგ ომი კომპრომისების გარეშე გაგრძელდება და მისი მიზანია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია.
"მივმართავ, რევოლუციური გვარდიის იმ წევრებს, რომლებიც ირანელ ხალხს ქუჩებში დევნიან: თქვენ ჩვენს სამიზნეში ხართ. მათ, ვინც იარაღს დაყრის, საფრთხე არ დაემუქრებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.
ჩვენი წარმატება არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის ბირთვული საფრთხის მოხსნას და არა მხოლოდ ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობას მოიტანს, არამედ ის ასევე ჩვენ გარშემო მშვიდობის წრეს გააფართოებს. დღეს ყველა ხვდება, რომ აიათოლათა რეჟიმი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ბოლო დღეებში ირანმა თავის გარშემო 12 ქვეყანას შეუტია. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ყველა ეს ქვეყანა ხედავს ისრაელის უზარმაზარ ძალას, ჩვენს მზადყოფნას, ებრძოლოს ტირანებს თეირანში, ჩვენი არმიისა და ხალხის სიმამაცეს და ჩვენს უზარმაზარ სამხედრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ბევრი ქვეყანა მოგვმართავს. გეუბნებით, ბევრი ქვეყანა ახლა მოგვმართავს თანამშრომლობისთვის. ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საკუთარი ქალაქებისა და მოქალაქეების დასაცავად", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
