თურქეთში, სტამბოლში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარს
