ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მიაღწიოს შეთანხმებას ომის დასრულების შესახებ.

The Telegraph-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა თავისი წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და მისი სიძე, ჯარედ კუშნერი გაგზავნა, რათა მოსკოვში ვლადიმერ პუტინისთვის პირდაპირი წინადადება შეეთავაზებინათ.

მედიის ცნობით, ტერიტორიის აღიარების გეგმა, რომელიც არღვევს აშშ-ის დიპლომატიურ ტრადიციებს, სავარაუდოდ, განხორციელდება, უკრაინის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთების მიუხედავად.

ერთ-ერთმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა: "სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ამერიკელებს არ აინტერესებთ ევროპის პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ".