პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამა შეაჩერა. გადაწყვეტილება ბრაუნის უნივერსიტეტში გასულ კვირას მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ იქნა მიღებული, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
ეჭვმიტანილი, პორტუგალიის მოქალაქეა, რომლის ცხედარიც ხუთშაბათს იპოვეს, ის ქვეყანაში 2017 წელს, Diversity Lottery-ის საიმიგრაციო ვიზის პროგრამის მეშვეობით შევიდა და მწვანე ბარათი მიიღო.
შინაგანი უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ მან ვიზის პროგრამა ტრამპის მითითებით შეაჩერა, რათა „დარწმუნდეს, რომ ამ კატასტროფული პროგრამით მეტი ამერიკელი არ დაზარალდება“.
