ირანის "წითელი ნახევარმთვარის" ცნობით, ირანში აშშ-სა და ისრაელის ბოლოდროინდელი საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 9 669 სამოქალაქო ნაგებობა დაზიანდა, მათ შორის, საცხოვრებელი და კომერციული შენობები. ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.

IRCS-ის მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, დაზიანებული ან დანგრეული ქონების საერთო რაოდენობა მოიცავს მინიმუმ 7 943 საცხოვრებელ შენობას, 32 სამედიცინო და ფარმაცევტულ ცენტრს, 65 სკოლასა და საგანმანათლებლო ცენტრს და 1 617 კომერციულ შენობას.