კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ახლოს კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ,პილოტი და სამივე მგზავრი დაიღუპა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, თვითმფრინავის ბორტზე გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი და მისი ორი ქალიშვილი – 10 წლის მადიტა და 12 წლის ანიკა იმყოფებოდნენ.
ამასთან, როგორც ირკვევა, მგზავრები სანტა სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროდან სანტა ლუსიისკენ მიფრინავდნენ.