აშშ-ში, ჰავაიზე, ტურისტი ვულკან "კილაუეს" ამოფრქვევის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც კლდიდან გადავარდა.

მედიის ცნობით, ტურისტი სასწაულებრივად გადარჩა. ის კლდის კიდესთან ძალიან ახლოს მივიდა, რათა უფრო ახლო ხედიდან გადაეღო ვულკანის ამოფრქვევის კადრი. გადავარდნის შემდეგ 30 წლის მამაკაცი ლოდებს შორის გაიჭედა და გადარჩა.

მედიის ინფორმაციით, შემახვევა ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე მოხდა. ტურისტი ვულკანის კიდესთან ფანრის გარეშე სეირნობდა.