უამინდობა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე - თურქეთის ქალაქ მერსინთან ტორნადო ჩამოყალიბდა, ანტალიაში კი სასოფლო-სამეურნეო მინდვრები და სათბურები დაისეტყვა.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მერსინის სანაპიროსთან ტორნადოს გამოჩენამ ქალაქში პანიკა გამოიწვია, ზარალი არ ყოფილა, რადგან ქარიშხალი სანაპიროდან შორს იყო.

როგორც მედია იუწყება, ანტალიაში, სერიქის რაიონში ნიგვზის ზომის სეტყვა მოვიდა.

დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჩამტვრეულია სათბურის მინები. რაიონის სოფლის მეურნეობისა და სატყეო დეპარტამენტის გუნდები, ზარალის შესაფასებლად კვლევას ატარებენ.