მედიის ინფრმაციით, თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, გემლიკის ყურეში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც მედია იუწყება, მისი სიღრმე 12.8 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:10 საათზე მოხდა.
ამ ეტაპზე, ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
