თურქეთის ქალაქ კონიაში ერთ-ერთი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი  ჩამოინგრა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

როგორც გამოცემა milliyet.com.tr-ი წერს,  ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. 

 

ბოლო ინფორმაციით,  მაშველებმა  ნანგრევებიდან ორი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება  და  და მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.ა

ამ ეტაპზე, თურქულ მედიაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.