თურქეთში, საკურორტო ქალაქ მანავგატში, ზოოპარკიდან გაქცეულმა ლომმა ფერმერი დაგლიჯა. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

მედიის ცნობით, მამრი ლომი სახელად ზევსი Land of Lions-დან კვირას დილით ადგე გაიქცა. გაქცევიდან რამდენიმე საათი, გარეული ცხოველი ფერმერს დაესხა თავს, რომელსაც ღია ცის ქვეშ ეძინა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი რომელსაც ლომი დაესხა თავს სამძებრო ჯგუფმა გადაარჩინა, რომლებმაც ცხოველის შეშინება შეძლეს. მამაკაცს დაზიანებები თვის, მხრების და ფეხების არეში ჰქონდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამძებრო ჯგუფმა დრონების გამოყენებით ლომს ტყეში მიაგნო. მათ ცხოველის მოკვლა მოუწიათ.