უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს,-ამის შესახებ ინფორმაცია  მან თავადვე გაავრცელა.

 "ტვიტერზე",  მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ   მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ,  ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყო. 

 

"ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა, ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო იყო. ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გამევლო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე ვარ",- ამბობს მიდლტონი.

ამ ეტაპზე, სიმსივნის ტიპი არ არის დასახელებული.

ამასთან,  უელსის პრინცესა ბოლო რამდენიმე თვეა,  მედიასთან საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.