აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მოუწევთ, საკუთარი თავისთვის ბრძოლა ისწავლონ, რადგან აშშ აღარ დაეხმარება მათ, როგორც ისინი არ დაეხმარნენ აშშ-ს.
"ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო ავია-საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე, თქვენთვის წინადადება მაქვს: პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ის უამრავი გვაქვს და მეორე, გამოიჩინეთ გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღოთ იგი. თქვენ მოგიწევთ, ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა; აშშ აღარ დაგეხმარებათ, ისევე როგორც თქვენ არ დაგვეხმარეთ ჩვენ. ირანი არსებითად განადგურებულია. რთული ნაწილი უკვე გაკეთებულია. წადით და მოიპოვეთ თქვენი ნავთობი", - წერს ტრამპი.
