ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში, "ჰეზბოლასთან" შეტაკების შედეგად, ისრაელის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ინფორმაციას times of israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთი ჯარისკაცი მძიმედ არის დაჭრილი, მეორის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, ის რეზერვისტია.
ქვეყნის თავდაცვის ძალების გამოძიების თანახმად, გუშინ, დაახლოებით საღამოს 6:30 საათზე, სამხრეთ ლიბანის დასავლეთ სექტორში, ოპერაციების დროს, "ნაჰალის" სადაზვერვო დანაყოფის ჯარისკაცებმა "ჰეზბოლას" დაჯგუფება აღმოაჩინეს.
სამხედროებმა დაადგინეს, რომ ჯარისკაცებმა ახლო მანძილიდან "ჰეზბოლას" მებრძოლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი დაჭრეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ, ტანკებით და საჰაერო დარტყმებით, საპასუხო ცეცხლი გახსნეს ტერიტორიაზე მყოფი "ჰეზბოლას" წევრების წინააღმდეგ.
