თეირანი თავს დაესხა და ცეცხლი წაუკიდა სრულად დატვირთულ ნავთობტანკერს დუბაის სანაპიროსთან, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნებს, რომლებიც კონფლიქტში არ ეხმარებოდნენ, მოუწოდა, ეპოვნათ "დაგვიანებული სიმამაცე", რათა ჰორმუზის სრუტე დაეკავებინათ და საკუთარი ნავთობი თავადვე დაეცვათ - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დუბაის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Al-Salmi-ზე გაჩენილი ხანძარი, რომელიც დრონით თავდასხმას მოჰყვა, კონტროლს ექვემდებარება.
მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ნავთობის დაღვრის ფაქტი არ დაფიქსირებულა, ეკიპაჟის წევრებიდან კი არავინ დაშავებულა. გემის მფლობელმა კომპანიამ, Kuwait Petroleum Corp-მა განაცხადა, რომ დაზიანებულია ხომალდის კორპუსი.
