"ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება" - აცხადებს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი. გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ეს მოსაზრება კიევში ელჩებთან შეხვედრის დროს გამოთქვა და აღნიშნა, რომ ნატო-ს ძალიან კარგად იცნობს.

მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის.

"ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, დაახლოებით 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტებს დავუფლებოდით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ ნატო-ში გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასდროს გავწევრიანდებით მასში.

სავარაუდოდ, ნატო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რაშიც ახლაა და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება უკრაინას იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია, სულ მცირე, რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრის მისაღწევად", - განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.