მარტში შექმნილი ოპოზიციური ალიანსი აგვისტოში უკვე იშლება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ხანია ღიად ამბობენ, რომ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები მათთვის საინტერესო აღარ არის.
სააკაშვილის პარტიას თავიანთ რიგებში გაერთიანების ვერც სხვა წევრები ვერ ხედავენ. როგორ დასრულდება დაპირისპირება ოპოზიციაში.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ალიანსში რაც ხდება არ აინტერესებს.
"საერთოდ არ მაინტერესებს, რა ხდება მაგ ალიანსში, ისევე როგორც არ მაინტერესებდა შექმნის პირველივე დღიდან და ვწინასწარმეტყველებდი იმას, რაც ახლა მათ სჭირთ,"- აცხადებს ანა წითლიძე.
