ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად რთულია.
მხარეები ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი მემორანდუმის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

ვაშინგტონი თეირანს კაპიტულაციისკენ მოუწოდებს და დარტყმებით ემუქრება. თეირანი კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზრმოკლებულად მიიჩნევს და კონფლიქტის ესკალაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

პარალელურად, დაძაბულია ვითარება მსოფლიოს მთავარ ენერგეტიკულ დერეფანში. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში მოძრავ გემს გაურკვეველი წარმომავლობის ჭურვი მოხვდა. დარტყმის შედეგად დაზიანდა ძრავის განყოფილება და დაშავდა ეკიპაჟის ერთი წევრი.