ექსტრემალური სიცხის და გვალვის ფონზე, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის. ბელგიაში, ჰაუტ-ფაგნის პარკში, მობილიზებულია 500-ზე მეტი მეხანძრე და სამხედრო.

სტიქიის გამო, გერმანიის ქალაქ მონშაუდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

საბერძნეთში კი, კუნძულ სალამისზე ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 36 აქტიური ცეცხლის კერაა.

ესპანეთში, არაგონის რეგიონში ხანძრის ქრობისას სამხედრო დაიღუპა. პორტუგალიაში კი, ესპანეთის საზღვართან მიმდინარე სამუშაოებისას, ხუთი მეხანძრე დაშავდა.

ხორვატიაში, ადრიატიკის სანაპიროზე ხანძრების განზრახ გაჩენის ბრალდებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.