ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  ბრატისლავაში,გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

მოვუსმინე ირაკლი ღარიბაშვილს- ჩვენ პრემიერს. 

   მერე, გადავახვიე და ისევ მოვუსმინე. პირდაპირ გეტყვით, ფალში, ტყუილი მინდოდა დამეჭირა… არ ვარ ბავშვი და გამოცდილებაც საკმაო მაქვს. სამუშაო გამოცდილება… პოლიტიკის “კიტებთან”.

   არ იყო არც ერთი სიტყვა თუ ემოცია ნათამაშები. გულიდან მოდიოდა და დიდი რწმენა იყო ყოველ სიტყვაში! მართალი კაცის რწმენა!

   დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა ძალზედ შეიცვალა. აღარ არსებობს ქვეტექსტები, ”- ბი, ()- ები, მინიშნებები, დიპლომატიური წითელი ხაზები… აღარ არსებობს წყალქვეშა და სცენის მიღმა, კულისებში დადგმული პოლიტიკა. ყველაფერი ტყუილ- მართალშია აღრეული. 

   სწორედ ამატომ გამოჩნდა დაუფარავად ბევრი უწიგნური… მაგალითად- ანალენა ბერბოკი, ბევრი უტიფარი- მაგალითად- მაია სანდუ, ბევრი მარიონეტი- მაგალითად- ზელენსკი, ბევრი მოღალატე და სპეცაგენტი- მაგალითად- სალომე ზურაბიშვილი. ფრჩხილების თუ ბრჭყალების გარეშე წარმოებულმა პოლიტმარაზმმა ნათლად გამოაჩინა ამ ადამიანების რეალური სახეები.

    

     ვუსმენდი ირაკლის და ვფიქრობდი, რა მაგარი რამეა სიმართლე და სამართლიანობა! რა მაგარია, როდესაც ტყუილის თქმა არ გიწევს და ათასი რჯულის პროვოკატორში, წელგამართული ხარ შენი სიმართლით, წესიერებით, გონიერებით! როდესაც მართალი ხარ საკუთარ თავთან და სამშობლოსთან!

   არ ვიცი რატომ, მაგრამ სოლონი გამახსენდა. ათენის მმართველი, მხედართმთავარი. მსოფლიო დემოკრატიის ფუძემდებელი. 

   კი არ ვადარებ, გამახსენდათქო…

 ჰო, მისი სიტყვები გამახსენდა:

   - მე ძალაუფლებას დავამატე სამართლიანობა!!! ამიტომ, შევძელი ჩემი ქვეყნის ვალების გასტუმრება და მონებად გაყიდული ჩემი ხალხის დაბრუნება!…

   ასეა, ასე!.. დიდი ძალა აქვს მართალ და სამართლიან კაცს! 

   ჰო, კიდევ, სოლონის რეფორმებს ბერძენი ხალხი- სისახფიას- უწოდებდა. ანუ… ” ტვირთის ჩამოფერთხვას”!!!…

   აბა, რა გითხრათ, ჩემო კარგებო, მართლა მაქვს განცდა, რომ ტვირთი ჩამოვიხსენი…. ჩემი და თქვენი სამშობლოს უიმედო მომავლის ტვირთი და განცდა… ასე ხდება, როდესაც გჯერა, გწამს, ენდობი ადამიანს, რომელმაც ძალაუფლებას სიმართლე და სამშობლოს სიყვარული უპირობოდ დაამატა!

   ირაკლი ღარიბაშვილს გაუმარჯოს!!!!