ბოდიშის მოხდა შერიგებისთვის რომ აუცილებელია, არაფერი სიახლე არ მომიგონია, თანაც, ბოდიში თურმე ჩვენ დაზარალებულ თანამოძმეებს ოსებს და აფხაზებს კი არ მოვუხადეთ, არამედ, თურმე რუსეთს ვუხდით ბოდიშს. ყველაფერი დაამახინჯეს უბრალო მიზეზის გამო, რომ დაემალათ თავისი დანაშაული. ეს მათი გაკეთებულია, ეს არ არის საქართველოს გაკეთებული, ეს გააკეთა გარკვეულმა ჯგუფმა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

Როგორც   ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის დავალება, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის სახით შეასრულა, დღესაც ძალიან აქტუალურია.

 

„ის გმირები, ვინც გულწრფელად იომა საქართველოს დასაცავად, ოდნავაც არ კნინდებიან ჩემს თვალში. მე დღესაც თანავუგრძნობ მათ ოჯახებს და დიდი სითბოთი, სიყვარულით მოვიხსენიებ თითოეულს, ოდნავაც არ მინდოდა, რომ მათთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ისინი გულწრფელად გამოვიდნენ სახელმწიფოს დასაცავად, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი ვინც იყო და კრიმინალების დაჯგუფება, მათ აომეს იქ იმისთვის, რაც საჭირო არ იყო. თანაც, ის დავალება, რაც მათ შეასრულეს, დღესაც ძალიან აქტუალურია, რადგან ჩვენ ქვეყანა ვერ გავამთლიანოთ. ასეთი დაპირისპირებული, დაკნინებული და დამახინჯებული საზოგადოება ძალიან იოლია, გამოიყენო სადაც გინდა და რაშიც გინდა. გაძლიერებული და მოძლიერებული ყველგან დალაგებული რომ აქვს სიტუაცია, იოლად თავს არ დაგიხრის. ამ ჯგუფს, კონკრეტულად ვინც ჩაიდინა დანაშაული, დაარღვია კანონი და გარედან მიღებული დავალების საფუძველზე საკუთარ ძმებთან აომა ჩვენი ქვეყანა, უნდა მოეთხოვოს პასუხი. გირგვლიანი საქართველომ მოკლა? მათ და მათმა სისტემამ, კრიმინალურმა სისტემამ გააკეთა ეს ყველაფერი, ამ კრიმინალურმა სისტემამ ჩაიდინა ეს ომიც და რა თქმა უნდა შერიგება არ უნდათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.