ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში ჩოხატაურში – გურიაში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები “ოცნების” პარტაქტივმა სცემა. დაპირისპირება მუშტებით და გინებით იმ დროს დაიწყო, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა.

ოპონენტების მიმართ დაწყებულ ანგარიშსწორებაში, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრიც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც მონაწილეობდა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

„კრიმინალმა ჩიგოგიძემ თავისი კრიმინალი თავისი კრიმინალი სამეგობრო დაგვახვედრა. აქ არ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ჩოხატაურის ინტერესებს. ესენი არიან ჩიგოგიძის სამეგობრო და კლანი. ეს ადამიანები ფიზიკურად დაგვესხნენ თავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩოხატაურელებს არ ვუთხრათ, რომ დუმბაძის სკვერის გასხვისება უნდათ. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ესენი არიან მოძალადეები და ესენი არიან დამნაშავეები.“ – განაცხადა დავით მჟავანაძემ.

"გურია ნიუსი"