"ამ პრობლემის ამოსავალი წერტილი არის ერთი - ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად, მათი ჩართულობით აღმოვფხვრათ ეს პრობლემა," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ფასების რეგულირებაზე საუბრისას გააკეთა.
"რაც შეეხება ფასებს და ამ თემაზე სპეკულაციებს - აქაც მკაფიოდაა ხაზი გასავლები, - პირველ რიგში, დარწმუნებულები ვართ, რომ ბიზნესი თავიდან ბოლომდე გაითავისებს საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას, მათთან ერთად მოხდება ყველა მიმართულებით ყველა პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ გზების გამონახვა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. დარწმუნებულები ვართ, რომ იმ შედეგს, რომელიც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენ, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, აუცილებლად დავდებთ," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
