ბრიტანელი ექიმები ორსულებს მშობიარობის დროს ტკივილთან გასამკლავებლად უჩვეულო გზას სთავაზობენ. ვირტუალურმა რეალობამ შესაძლოა, ფარმაკოლოგიური ტკივილგამაყუჩებლები ჩაანაცვლოს.

მეცნიერების თქმით, ამისთვის ქალებმა მშობიარობის პირველ ეტაპზე VR სათვალე (ვირტუალური რეალობა) უნდა ატარონ, დამამშვიდებლის ეფექტის მისაღწევად, ვირტუალურ რეალობაში გასეირნებას თან ახლავს სასიამოვნო და მშვიდი მუსიკა.

Time-ის ინფორმაციით, თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის, ახალ ზომას უელსის და დიდი ბრიტანეთის სხვა კლინიკებში დანერგავენ.