"მნიშვნელოვანია, მთელ რიგ პროდუქტებზე მოხდეს ფასების შემცირება, თუ არის ამის რესურსი... მივესალმები იმას, რომ მიმდინარეობს დიალოგი," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, "რუსთავი 2"-ის ეთერში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით გააკეთა.
"მნიშვნელოვანია, მთელ რიგ პროდუქტებზე მოხდეს ფასების შემცირება, თუ არის ამის რესურსი. სწორედ ამიტომ ხდება შეხვედრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რომ მათთან ერთად მსჯელობის შედეგად უნდა შევძლოთ ჩვენ აღნიშნული მიმართულებით კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების დარეგულირება. მივესალმები იმას, რომ მიმდინარეობს დიალოგი, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და ვნახოთ. იმედი მაქვს, გარკვეულ პროდუქტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მოხდება ფასების დარეგულირება", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
