რამზამ კადიროვმა შვილის ავარიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ტყუილი უწოდა.
კადიროვმა განცხადება ჩეჩნეთის პროკურორთან შეხვედრაზე გაკეთდა. მან დასძინა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნებისმიერი ადამიანის მოტყუება შეიძლება და წუხილი გამოთქვა, რომ რუსეთში რეალური ავარიები არავის აინტერესებს.
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილის, ადამ კადიროვის კორტეჟი ავარიაში რამდენიმე კვირის წინ მოხვდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადამი გროზნოს ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ის მოსკოვში სპეციალური რეისით გადააფრინეს.
