ირანმა, ადამიანის უფლებათა დამცველს და 2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ ნარგის მოჰამადის 7 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - იტყობინება The Guardian-ი ადვოკატ მუსტაფა ნილიზე დაყრდნობით.

ნილის თქმით, განაჩენი 7 თებერვალს, ქალაქ მაშჰადის სასამართლომ გამოიტანა.

"მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შეკრებისა და შეთქმულებისთვის, წელიწად-ნახევარი პროპაგანდისთვის, ასევე აკრძალვა ორი წლით ქვეყნის დატოვება“, - წერს ის.

ნილიმ დასძინა, რომ მოჰამადის ასევე მიესაჯა დამატებით ორი წლით ქალაქ ჰოსფში გამგზავრება, ​​რომელიც თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 740 კილომეტრში მდებარეობს.

მოჰამადის მხარდამჭერების თქმით, ნარგიზი რომელიც დეკემბერში საპროტესტო აქციის დროს დააკავეს, 2 თებერვლიდან შიმშილობს.