10 საათი გადამწყვეტ შეხვედრამდე - მსოფლიო ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატებია. დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელი კოლეგის წინადადებას? პასუხი, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ბედი უნდა გადაწყვიტოს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შტატებშია.
პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში გაიმართება.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებშია. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა.
ვლადიმერ პუტინის შეფასებით, დასავლეთშიც გამოჩნდნენ გონიერი ადამიანები, რომლებიც კიევის ხელისუფლებას ურჩევენ, დათანხმდეს კონფლიქტის დასრულების ღირსეულ პირობებს.
"ვხედავთ, რომ დასავლეთშიც გამოჩნდნენ გონიერი ადამიანები, რომლებიც კიევის ხელისუფლებას ურჩევენ, დათანხმდეს კონფლიქტის დასრულების ღირსეულ პირობებს. კარგი საბაზისო შეთავაზებაა უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების აღსადგენად და უკრაინის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. თუმცა ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, კიევის რეჟიმის ლიდერები არ ჩქარობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას. თუ კიევის ხელისუფლებას არ სურს საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ჩვენ სამხედრო საშუალებებით მივაღწევთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახულ ყველა მიზანს", - აცხადებს პუტინი.
