"არ არის ეს დებატი, მე მაგას ვამბობ. ეს არის პანელური დისკუსია. ვერც წარმოგვედგინა, რომ ამ ფორმატზე იქნებოდა საუბარი. პანელურ დისკუსიას "ოცნება" თუ დებატად გაასაღებდა, ეს ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ აცხადებს მისი პარტია უარს "რუსთავი 2"-ზე დებატებში მონაწილეობაზე.

"დებატის მთავარი არსი ის არის, რომ პირდაპირ რეჟიმში შეგეძლოს ოპონირება შენს ოპონენტთან. შეუძლებელია 7-კაციანი დებატი, როდესაც ყველას თავისი ფიქსირებული დრო აქვს. რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა არის ეს სინამდვილეში," - აღნიშნა გიორგი შარაშიძე