ლოს-ანჯელესში ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოს "გრემის" დაჯილდოების რიგით 68-ე ცერემონია გაიმართა.

ბილი აილიშის "wild flower-მა" წლის სიმღერის ჯილდო მოიპოვა, ხოლო ბედ ბანიმ წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

მუსიკოსების ნაწილს ეკეთა გულსაბნევი, რომელიც ქალაქებში ანტისაიმიგრაციო რეიდების შეჩერებას ითხოვდა. რამდენიმე გამარჯვებულმა საკუთარ სიტყვაში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.