ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონის ცაზე უცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს, რომელმაც ცა გაანათა. შემთხვევა 30 იანვარს დაფიქსირდა.

BBC წერს, რომ იშვიათი შემთხვევა Heretaunga Yacht Club-ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

არსებობს ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა მეტეორი ან კოსმოსური ნამსხვრევები იყო, რომელიც ატმოსფეროში შემოვიდა.