მეთორმეტე დღეა, ირანში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი არ წყდება. ძალოვნებთან შეტაკებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 8 ბავშვი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 2 200-ზე მეტი ადამიანი. გამოსვლებია 111 ქალაქსა და დასახლებაში.

ტრამპი აცხადებს, რომ მან ირანის მთავრობა გააფრთხილა, თუ ისინი დემონსტრანტებს მოკლავენ, ამერიკა მათ დაარტყამს.

"წარსულში მათ დაიწყეს ხალხის დაცხრილვა. წარმოიდგინეთ, უიარაღო ხალხი დგას და მათ ავტომატებით ხოცავენ. ან ციხეებში მიჰყავთ და იქ კლავენ. მე ვთქვი, რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჯერჯერობით, უმეტესწილად, მათ ეს არ გაუკეთებიათ, თუმცა არის მსხვერპლი. ზოგიერთი ადამიანი ჭყლეტაში დაიღუპა, რადგან ხალხის ნაკადი ძალიან დიდია, ეს საშინელებაა. წარმოუდგენელი ენთუზიაზმი აქვს ხალხის რეჟიმის დასამხობად", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.