"ნაციონალური მოძრაობა" პასუხს არ სცემს კითხვას თუ რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მათ მხარდამჭერებში, ლოგიკურად არა 2022 წელს, არამედ 2008 წლის ომის შემდეგ უნდა გაჩენილიყო.
"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სწორედ ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიცია არ ჰქონოდა. ფავლენიშვილის განცხადებით, საჭირო იყო ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
"აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთის აგრესიის შემდგომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის, იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვიყავით განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ. მათ შორის, ამას ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ევროპაში ძალებმა. საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კულტურის და ეკონომიკის მიმართულებით, სადაც ვაჩვენებდით, რომ არ ვიყავით ასეთი აგრესიულები და ქსენოფობიურად განწყობილები უშუალოდ რუსეთის მიმართ."- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
