გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მოუთმენლად ველოდები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას გენერალური მდივნის წინადადებების ძირითად ასპექტებზე, რომელიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ანგარიშში და ხაზგასმულია მომავლის პაქტში“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.