სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა.
საკოორდინაციო კომისია დასკვნას აპრილში დადებს. ცნობილი გახდა, რომ კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებსა და საწვავის ფასებზეც იმსჯელებს. "ქართული ოცნების" განმარტებით, კომისია სამი თვე იმუშავებს; პარალელურ რეჟიმში მოხდება საკითხის საპარლამენტო შესწავალაც. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ისინი კონკრეტული შედეგის მიღწევას შეძლებენ.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება გააუმჯობესოს.
"როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ყველა ნაბიჯი გადადგას და ქართველ ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ განცხადებებს, იკრიბებიან და ამ შეკრების ღირებულებასაც ქართველი ხალხი იხდის, არც ცხოვრება გაიაფებულა და არც პროდუქტების ფასი შემცირებულა", - აცხადებს ფარულავა.
