საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედის კვირა“-ში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია ახალა უფრო მეტად გაძლიერებულია და წინა წლებისგან განსხვავებით ახალა უფრო მყარად და თამამად შეუძლია თანაბრად საუბარი დიდ ქვეყნებთან.

„ჩვენმა საარჩევნო კამპანიამ უკვე ბევრი შეაშფოთა, რადგან რასაც ვლაპარაკობთ არის სიმართლე. კამპანიას რომ ვიწყებთ, რაღაცას ამაყად ვლაპარაკობთ, ამ სიამაყის საფუძველი გვაქვს, რადგან ისეთი რაღაცები გავბედეთ, რასაც წინა წლებში ვერ ვბედავდით იმიტომ, რომ ჩვენ ამის პოლიტიკური ღონე არ გვქონდა, სამწუხაროდ.

დღეს ეს ღონე და ეს ძალა მოვიკრიბეთ და პოლიტიკური ძალა შეგვწევს იმისა, რომ ვილაპარაკოთ თანაბრად დიდ ქვეყნებთან, მეგობრებთან და პარტნიორებთან თამამად, ამაყად და ორ ფეხზე დგომით.

ჩვენი კამპანიის მთავარი გზავნილიც ეს იყო, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.