საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის პარტია "თავისუფლების მოედნის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას გამოეხმაურა.
"თავისუფლების მოედნის" მიერ გავრცელებულ ანონსში ნათქვამია, რომ 8 თებერვალს დაგეგმილ პოლიტიკურ ღონისძიებაზე ილიაუნის რექტორი სპიკერის სტატუსით წარსდგება.
შალვა პაპუაშვილი ყველას მოუწოდებს, განათლების საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ნუ მოახდენენ.
"მე ყველას მიმართ მექნებოდა მიმართვა, თხოვნა, მოწოდება, რომ აკადემიური და განათლების საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ნუ მოახდენენ. რადიკალიზმისგან, პოლიტიკური ინსინუაციებისგან და პოლიტიზირებისგან თავი შეიკავონ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
