პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დასრულდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ხვალ იქნება „ლელოს“, „რეფორმების ჯგუფის“ , „საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ და უმრავლესობის გამოსვლები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.